12 მაისი 2024,   20:26
ვრცლად
ავიაკომპანია Wizzair ქუთაისიდან ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა პრემიერმინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 მიმართულებით, ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს. რეისები მაისიდან დაიწყება. 

“დღეს მე დავბრუნდი პრემიერმინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ, რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის - პარიზისა და რომის მიმართულებით. გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით - ბარსელონასა და პრაღაში” - განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსიმ.

დღის ამბები