13 მაისი 2024,   01:00
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს თბილისის საკრებულოს აბუჩად აგდებას - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებს.

განცხადება მერობის კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ალეკო ელისაშვილმა ქართული ოცნება ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თბილისის ცენტში, პუშკინის სკვერთან, მიწის გადაცემის შემდეგ, სწორედ ივანიშვილის სასტუმროს პარკინგი განთავსდება.

„ამ ხნის განმავლობაში, ფაქტია, რომ ქართული ოცნება იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იქ მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთდეს და ყველასთვის უნდა იყოს ეს პარკინგი. დადასტურდა, რომ მხოლოდდამხოლოდ 30 მანქანაზე იქნება ეს ავტოპარკინგი, რაც იმას ადასტურებს, რომ სინამდვილეში, სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთვის კეთდება ეს პარკინგი და არა საერთო სარგებლობისთვის,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საკრებულოს დატოვებისკენ.

„მე მსურს, მოვუწოდო თბილისის საკრებულოს, რომ კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს საკრებულოს ეს შემადგენლობა თავს. ასევე, მე მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით და პირველ რიგში ოპოზიციონერ დეპუტატებს, თბილისის საკრებულოს, ხომ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს აბუჩად აგდებას თბილისის საკრებულოს, კიდევ რა მიზეზი უნდათ იმისთვის, რომ წამოვიდნენ. მეტი რაღა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა, რომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისის საკრებულოს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები