20 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
შსს-ში კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშის ჩამოხსნის ფაქტზე ონისე გერგედავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშის ჩამოხსნის ფაქტზე ონისე გერგედავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ამ თემასთან დაკავშირებით არც დაუკითხავთ. 

ონისე გერგედავამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, კონსერვატორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა. 

შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა კონსერვატორიის რექტორატში საერთაშორისო კონკურსით ახსნეს, რომელშიც რუსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 

დღის ამბები