20 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
ყვავილების დღესასწაული, გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები - თბილისობა გრძელდება

თბილისობის დღესასწაულის მეორე დღე - ყვავილების დღესასწაული, გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები დღესაც გრძელდება. 2-დღიანი ზეიმი, დღეს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით და გალა კონცერტით დასრულდება. თბილისობის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი კი რიყეა. 

თბილისობის მეორე დღეს, რიყის პარკში ხალმხრავლობაა. ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქართული პროდუქტები და იქ მისულ მოქალაქეებს მისი დაგემოვნება შეუძლიათ.  

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები რიყის პარკისა და ევროპის მოედნის გარდა, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

თბილისობა დღეს დასრულდება. დღის განმავლობაში კი დაგეგმილია კონცერტები როგორც ევროპის მოედანზე, ისე განახლებულ თბილისში.

დღის ამბები