26 ივნისი 2026,   17:32
ვრცლად
17:30
პრემიერი: გვაქვს პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა. არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ჩორჩანაში და ვისი "დამსახურებაც" არის, მოგეხსენებათ
17:21
ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაავადებაზე ხუმრობა და პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია
17:17
პრემიერი: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8%, 2024 წელს გაიზარდა 98.8%-მდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100%
17:15
პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი, ვფიქრობთ ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება და უნდა გავუფრთხილდეთ მნიშვნელოვან ძეგლს 
17:14
პრემიერი: იყო არაერთი კამპანია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ეკონომიკურ სასწაულს. 23 წლის განმავლობაში, ნომინალური ეკონომიკა 20-ჯერ გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებას და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს
17:07
პრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 000-მდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული
17:05
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა
17:04
პრემიერი: გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20.3%
17:00
პრემიერი: შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
16:56
ირაკლი კობახიძე - მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სათანადოდ განხორციელდება ჯგალის წყალმომარაგების პროექტიც
16:55
პრემიერი: რაც შეეხება "გრანტების შესახებ" კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული საგრანტო განაცხადების 95% ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული
16:53
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, თუმცა სათანადო პირობებით გაგრძელდა ხელშეკრულება
16:52
პრემიერი - არცერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, ამასთან, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა
16:52
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი
16:42
პრემიერი: რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და მისი სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
16:40
ირაკლი კობახიძე - აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება
16:39
პრემიერი - საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული
16:38
თენგიზ შარმანაშვილი ბერდია სიჭინავას განცხადებაზე: კაცი რომ ჭორიკანობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას, ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში
  • პრემიერი: როდესაც საუბარია მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უწყვეტი მშვიდობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეკონომიკური პროგრესი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
  • პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა
  • ირაკლი კობახიძე: ტურიზმი 2025 წელს იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა
  • ირაკლი კობახიძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
  • ირაკლი კობახიძე: ხუთი წლის განმავლობაში, სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
  • პრემიერი: 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, რაც კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე
  • ირაკლი კობახიძე: მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება, გამჭირვალობა ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა, კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული
  • აშშ-ის კონგრესი FARA-ს ამკაცრებს
  • საქართველოს საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე: მიუღებელია დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, ანგარიში არ ემყარება ობიექტურ შეფასებას და შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
17:30
პრემიერი: გვაქვს პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა. არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ჩორჩანაში და ვისი "დამსახურებაც" არის, მოგეხსენებათ
17:21
ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაავადებაზე ხუმრობა და პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია
17:17
პრემიერი: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8%, 2024 წელს გაიზარდა 98.8%-მდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100%
17:15
პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი, ვფიქრობთ ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება და უნდა გავუფრთხილდეთ მნიშვნელოვან ძეგლს 
17:14
პრემიერი: იყო არაერთი კამპანია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ეკონომიკურ სასწაულს. 23 წლის განმავლობაში, ნომინალური ეკონომიკა 20-ჯერ გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებას და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს
17:07
პრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 000-მდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული
17:05
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა
17:04
პრემიერი: გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20.3%
17:00
პრემიერი: შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
16:56
ირაკლი კობახიძე - მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სათანადოდ განხორციელდება ჯგალის წყალმომარაგების პროექტიც
16:55
პრემიერი: რაც შეეხება "გრანტების შესახებ" კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული საგრანტო განაცხადების 95% ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული
16:53
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, თუმცა სათანადო პირობებით გაგრძელდა ხელშეკრულება
16:52
პრემიერი - არცერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, ამასთან, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა
16:52
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი
16:42
პრემიერი: რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და მისი სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
16:40
ირაკლი კობახიძე - აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება
16:39
პრემიერი - საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული
16:38
თენგიზ შარმანაშვილი ბერდია სიჭინავას განცხადებაზე: კაცი რომ ჭორიკანობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას, ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში
პოლიტიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
კრიმინალი
რეგიონები
ვალუტის კურსი
ვალუტა USD EUR
დღეს 2.7015 3.0967
ცვლილება 0.0017 0.0065
ყველაზე განხილვადი
ყველაზე პოპულარული
რუსთავი 2 წარმოგიდგენთ
     არ გამოტოვოთ
პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ - 25 ივნისი, 2026
ბოლო საინფორმაციო გამოშვება
ვალუტის კურსი
ვალუტა USD EUR
დღეს 2.7015 3.0967
ცვლილება 0.0017 0.0065