19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა - კანონდამრღვევებს 65 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრათ
შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს გარემოს დამცველებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.
 
კანონდამრღვევებს 65 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრათ, ამას დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც. გემებს საქართველოს ტერიტორიულ წყლების დატოვების უფლება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ექნებათ.
დღის ამბები