26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული - ჩაკეტილია ყველა სათადარიგო შესასვლელი

თბილისის საკრებულოს შენობის ირგვლივ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს სპეციალური ჯებირებით აქვთ ტერიტორია გადაკეტილი. დედაქალაქის საკრებულოში მოსახვედრად ღიაა მხოლოდ თავისუფლების მოედნის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელი. ყველა დანარჩენი სათადარიგო შესასვლელი ჩაკეტილია და პატრულს აქვს გამაგრებული.

4 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელიც აქციისა და ხმაურის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების, სიმბოლურ ფასად გადაცემას. ამ საკითხზე დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

მანამდე კი, 2 საათზე საკრებულოსთან შეკრებას და აქციის გამართავას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა".

"ევროპული საქართველო" სასამართლოში ჩივილს აპირებს იმ შემთხვევაში თუ ყოფილ პრემიერს საკრებულომ დაუმტკიცა მიწის ნაკვეთები და მსგავი ქმედებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.

"ქართულ ოცნებაში" კი, ქალაქის განვითარების მნიშვნელოვან, უპრეცედენტო ინვესტიციაზე საუბრობენ.

დღის ამბები