27 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
თბილისში გავრცელებული მწერი აზიური ფაროსანაა - საგანგებო ბრიფინგი სურსათის უვნებლობის სააგენტოში

თბილისში გავრცელებული მწერის 2 დღიანი შესწავლის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სააგენტოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ თბილისში გავრცელებული მწერი ნამდვილად აზიური ფაროსანაა. 

]ამ ეტაპზე, მონიტორინგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ მწერი მხოლოდ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ტერიტორიის შეწამვლა. 

„ჩვენი დაკვირვებით, ვაკის პარკში აღმოჩენილი სახეობა დადასტურდა ლაბორატორიულად, რომ ეს არის სახეობა აზიური ფაროსანა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩატარდება მონიტორინგის სისტემით კონტროლი, ყველა პარკებში, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის გარშემო ტყეებში და იმ ადგილებში, სადაც იქნება დაფიქსირებული მავნებელი, შესაბამის ორგანოებთან ერთად, გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მავნებლის გავრცელება,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

დღის ამბები