19 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სინოდის წევრები დღეს 12:00 საათზე შეიკრიბებიან.

განსახილველი საკითხები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარი იქნება ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ ეკლესიის შიგნით და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ასევე არაა გამორიცხული დღის წესრიგში დადგეს მეუფე პეტრეს საკითხიც.

საპატრიარქოს მდივანი ციანიდის საქმის განხილვას დღევანდელ სხდომაზე გამორიცხავს. მიქაელ ბოტკოველის თქმით, საკითხები, რომელზე საუბარი იქნება მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი.

„მაინც მგონია რომ ეს არის წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი სინოდის სხდომა. ყოველ შემთხვევაში თქვენთან ერთად შევიტყობთ, როდესაც წავიკითხავთ ოქმს,“-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დღის ამბები