19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა პრემიერს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა, პრემიერს პარლამენტში იბარებს. "ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიორგი კვირიკაშვილს დღეს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს, სადაც ისინი მთავრობის წევრების მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, კანონის მოთხოვნას არ ასრულებენ და ოპოზიციის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში არ მიდიან.

„ერთ დიდი პრობლემაა, რომ ამ ხალხს არაფერი არ აქვს დამაჯერებელი სათქმელი იმ პრობლემებზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ოპონირების პროცესში მათ უჭირთ პასუხის გაცემა იამზე რატომ იზრდება სიღარიბე, რატომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ყველა მიმდინარე პრობლემაზე გამოიყურებიან უსუსურად, არადამაჯერებლად და ერთადერთი ცინიზმი აქვთ პასუხად,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური ფრაქცია მოუწოდებს ქვეყნის პრემიერს, დაავალოს მთავრობას მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და პარლამენტში დროულად გამოცხადება მოსთხოვოს.

უმცირესობა პრემიერის გარდა, პარლამენტში ამჯერად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსვლას მოითხოვს.

დღის ამბები