22 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - პაატა იმნაძე

აზიური ფაროსანა, რომელსაც ბოლო პერიოდში, უკვე მთელ საქართველოში ებრძვიან, პაატა იმნაძის განცხადებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მწერს, მხოლოდ ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

„ფაროსანას, ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს ფაროსანასთან დაკავშირებული, ისევე როგორც ნებისმიერ მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთანაც კი, ეს არის ალერგია,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები