22 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
მოქალაქეობის მინიჭების საკითხი - წულკიანის კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იზიარებენ

იუსტიციის მინისტრის კომენტარს  იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეობის მინიჭების განცხადებას პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში ხელს აღარ აწერს, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თეა წულუკიანის კრიტიკას არ იზიარებენ. გიორგი აბაშიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრისგან საყვედურის წერილი ადმინისტრაციაში მიიღეს, სადაც საუბარია, რომ გიორგი მარგველაშვილის მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით გაცემულ დადებით რეკომენდაციებს ზოგიერთ შემთხვევაში ხელს არ აწერს. 

აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი გამჭვირვალე გახდება. 

"იუსტიციის სამინისტროსგან წერილი მივიღეთ, სადაც საუბარია, რომ საჯაროობით გადადგმული ნაბიჯებით პრეზიდენტი, ვციტირებ, „უხეშად არღვევს კანონს და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან.“ საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლება. დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ეს ყველაფერი გააჟღერა და პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში გადათარგმნა. როგორც წერილში ნათქვამია, გავლენის შესუსტებით შექმნილ დისკომფორტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება გამჭვირვალე და მასში საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები