25 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
ევროკომისიაში წარდგენილი კვლევის ნაწილი საქართველოში ოლიგარქების ფაქტორს ეხება

ევროპარლამენტში საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

ევროკომისიის თხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ქვეყნებთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა წარმოადგინეს. კვლევაში სხვა ძირითადი საკითხების პარალელურად, ოლიგარქების ფაქტორზეც არის საუბარი.

„ოლიგარქებს დღეს ვუწოდებთ ფინანსურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც კარგად ორგანიზებული არიან სახელმწიფოს პირისპირ... მთავარი პრობლემა, ისაა, რომ ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია პროკურატურისა და სასამართლოს კუთხით. ეს არის ორი მთავარი ინსტიტუტი, სადაც ოლიგარქების მიზეზით სისტემური პოლიტიკური კორუფციაა. ოლიგარქები ყველგან აღწევენ. ამას კი უკეთესობისკენ სიტუაცია არ მიჰყავს. სასამართლო სისტემასა და გენერალურ პროკურატურაში რეფორმების გატარებას ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ეს ასეცაა და თუ ამ ორ სფეროში სიტუაცია გაუმჯობესდება, ნდობა ექნება ხელისუფლებას და მთავრობას, საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც წინ წავლენ,“ - აცხადებს კარნეგის ცენტრის ექსპერტი, ბალაშ იარაბიკი.

გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის ლიდერები რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, ცნობილი ნოემბერში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე გახდება.

დღის ამბები