სასიკვდილო ინტერნეტთამაშის კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოზარდის ცხედარი იპოვეს. 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზებს სამართალდამცველები სწავლობენ. მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემოწმებულია ბიჭის მობილური ტელეფონი.
„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება მომხდარის რამდენიმე დეტალი. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მიზეზის სავარაუდო ვერსიებზე პოლიციელები საუბრობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბოლო სატელეფონო შეტყობინება ნომერზე 666 გააგზავნა, მათ აფიქრებინებთ, რომ ეს რიტუალური სუიციდი იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც ის ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.
მეზობლები „კურიერთან“ ყვებიან, რომ ისინი ახალგაზრდას არ იცნობდნენ და ვარაუდობენ, რომ ის იმ კორპუსის მცხოვრები არ იყო, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.