17 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას გორი-შინდისის გზაზე, 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა შიდა ქართლში ტრაგედიით დასრულდა. გორი-შინდისის მონაკვეთზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთ მანქანაში მყოფი 3 წლის ბავშვი. სხვა მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე მისული სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების თქმით, ავარიის დროს ბავშვი მძღოლის კალთაში იჯდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნე ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები