18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
"არა საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებას" - ენმ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება

"არა საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებას" - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის მხარდამჭერები დღეს პროტესტის გამოხატვას მასშტაბურ აქციაზე გეგმავენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ქალაქის ცენტრში 2 მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა.

საპროტეტო აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ დაიწყება. პარტიის მხარდამჭერები, რუსთაველის გავლით გაემართებიან სოლოლაკისკენ.

„დღეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალათასიანი აქცია. ამ აქციის მიზანი, ყველამ კარგად იცის, ეს არის ის, რომ თბილისმა უნდა დაიბრუნოს ის დაკარგული ტერიტორიები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის დაუკანონა. ეს არის არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს. თბილისი დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და ამას ემსახურება სწორედ დღეს ჩვენი მრავალრიცხოვანი და ძალიან ხმამაღალი აქცია,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

დღის ამბები