27 დეკემბერი 2024,   06:57
ვრცლად
„აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა,“ - ზაალ უდუმაშვილი და აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან

„აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა,“ - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გააკეთა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში იქ იმყოფებიან და ყოფილი პრემიერის სახლის წინ აქციას მართავენ.

„აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსულია მთელ საქართველოზე და იტაცებს და იტაცებს მთელ ქართულ მიწებს და ტერიტორიებს. ის, რაც მოხდა თბილისში, ბათუმში, ერთდროულად პრაქტიკულად, ეს იყო ტერიტორიების მიტაცება. ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ყველა იმ მიწის და ნაგებობის მოძიება, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა აუცილებლად მოვიძიებთ. სხვადასხვა კომპანიებსა თუ ფირმებზე აქვს გადაფორმებული, თუმცა ხედავთ, რომ მიმდინარეობს მცოცავი მიტაცება როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ტერიტორიების. თბილისი არ დაუშვებს, რომ მისი ისტორიული ნაწილი მიიტაცოს ამ ადამიანმა, რომლის სახლი პირამდე სავსეა ამ ქვეყნის მოქალაქეების ფულით. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი საკუთარი კომპანიები და საკუთარი თავი გაამდიდროს და ეს ხდება ჩვენს ხარჯზე,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ზალიკო უდუმაშვილი ამბობს, რომ თბილისელები 21 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას საკადრის პასუხს გასცემენ.

„ჩვენ ყველა ველოდებით 21 ოქტომბრის არჩევნებს, როდესაც თბილისი დაუბრუნდება განვითარების რელსებს,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი,

დღის ამბები