27 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
„ხელი არ წაგიცდეთ ბატონო ბიძინა 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ,“ - ნიკა მელია

„ხელი არ წაგიცდეთ ბატონო ბიძინა 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ,“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილს. ამ წუთებში პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრემიერის სახლის წინ არიან შეკრებილები და მისთვის ტერიტორიების გადაცემის საკითხს აპროტესტებენ.

„ხელი არ წაგიცდეთ ბატონო ბიძინა 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ, ხელი არ წაგიცდეთ საარჩევნო უბნების დარბევისაკენ. ხელი არ წაგიცდეთ, რომ მოპაროთ ხმა საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არც ბატონ კვირიკაშვილთან, არც საკრებულოსთან, არც ნარმანიასთან და კალაძესთან კი არ მივალთ, აქ მოვალთ 21 ოქტომბერს,“ - აცხადებს მელიამ.

დღის ამბები