17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ობიექტური დაკვირვება არჩევნებზე - პატრიები NDI-სთან შეხვედრისთვის ემზადებიან

NDI დღეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება. საუბარი წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის შემოწირულობებს შეეხება - შუალედური ანგარიში ამ საკითხზე უწყებამ გუშინ გაავრცელა.

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლები დღესვე შეხვედრებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც. საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და მათ კანდიდატებზე არსებულ წეზოლაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. ამ ბრალდებებს უარყოფს მმართველი გუნდი, რომლის წარმომადგენლებიც NDI-ის მისიიას დღესვე ხვდებიან.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია პირველ რიგში საზოგადოების წინაშე და და მათთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დეტალური და ობიექტური დაკვირვება საარჩევნო პროცესზე.

„ჩვენგან იქნება ერთი მთავარი საკითხი დაყენებული, წამოწეული და ხაზგასმული რომ რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება ინტენსიური და რაც შეიძლება კომპეტენტური ზედამხედველობა გაუწიონ მომავალ არჩევნებს,“-აცხადებს გია ვოლსკი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მისი გუნდი შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ისაუბრებს.

„ძალიან ხშირია საჯარო მოსამსახურეების ჩართულობა და ზეგავლენების მოხდენა, როგორც კომისიის წევრებზე საარჩევნო, ასევე ამომრჩევლებზე. ეს რა თქმა უნდა არის დაუშვებელი, ეს კანონითაც აკრძალულია და ვფიქრობ ეს იქნება ალბათ ყურადღების საგანი,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გაამახვილებენ ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“  სალომე სამადაშვილი კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს.

„ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ პირველ რიგში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, ფაქტიურად ზეწოლა მიმდინარეობს მათ შორის ოპოზიციის კანდიდატებზე იმისთვის, რომ მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები