17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
90% შემოწირულობისა მიდის „ქართულ ოცნებაში“ - არასამთავრობოებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

სამოქალაქო სექტორი წინასაარჩევნოდ არათანაბარი პოლიტიკურ გარემოს არსებობაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას ამ ოდენობის შემოწირულობები, ოპოზიციისგან განსხვავებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

არასამთავრობოებს კითხვები  "ქართული ოცნების" შემომწირველებთანაც აქვთ.

„არათანასწორი არის ფინანსების კუთხით, შემოწირულობის კუთხით საარჩევნო გარემო. ახლა რასაც ვხედავთ ეს არის ის, რომ პრაქტიკულად 90% შემოწირულობისა მიდის „ქართულ ოცნებაში“, რაც არის 11 მილიონზე მეტი. „ბადაგონის“ ქარხანასთან გზა დაიგო და რამდენიმე დღით ადრე „ბადაგონმა“ შესწირა თანხა „ქართულ ოცნებას.“ ასეთი ფაქტები იწვევს სწორედ იმ მითქმა-მოთქმას, რომ ხომ არ არის აქ რამე სხვა ინტერესები,“-განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები