26 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
საქართველოს რუსული მხარე 1000 კუბური მეტრის 100 კილომეტრზე გატარებისთვის 3 დოლარს უხდის - "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები 

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველო ყოველწლიურად 66 მილიონ დოლარს კარგავს. ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.

ენმ-ს  ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რუსული მხარე 1000 კუბური მეტრის 100 კილომეტრზე გატარებისთვის 3 დოლარს უხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარე ამ ხელშეკრულებით წელიწადში მხოლოდ 33 მილიონ  დოლარს იღებს, მაშინ როცა ნატურით მიღებული ბუნებრივი აირის ფასი 100 მილიონი დოლარის ექვივალემნტური იყო.

ოპოზიცია გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების საპარლამენტო გამოძიებას მოითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახი კალაძის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.

„საქართველო იღებდა დაახლოებით 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზს. ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით, რასაც ამდენი ხანი ასაიდუმლოებენ, თურმე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, გაზის ტრანზიტის ტარიფი არის 3 დოლარი. ანუ ფაქტობრივად არის სამჯერ ნაკლები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება იყო დაინტერესებული პირების მიერ გაფორმებული, ამ ხელშეკრულებით საქართველომ მრავალი ასეულობით მილიონი ლარი იზარალა,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, კონკრეტული ციფრი თუ რამდენს იღებს საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ, კომერციული საიდუმლოა.

დღის ამბები