22 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
სროლა ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან - თავდასხმის შედეგად დაჭრილია 5 პირი

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს.

სროლის დროს შენობაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში შტაბის წევრებმა ავტომანქანებით გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

"ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. პოლიტიკური სარჩული, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოვხსნათ ამ თემას. მიუხედევად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, უახლოეს საათებში ჩვენ გარკვეული ინფორმაცია, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება," - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.  

საგამოძიებო მოქმედებები ყიზილაჯლოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები