„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა,“ - ეს განცხადება ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, გააკეთა.
კალაძე მის ყოფილ კონკურენტებს და თბილისის მერობის კანდიდატებს სხვადასხვა პარტიიდან, თანამშრომლობას სთავაზობს.
მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ, თუკი მათ კონკრეტული ხედვები და იდეები გააჩნიათ, მათთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.
„ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა. მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და, თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავალის მშენებლობაში. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის,“ - აცხადებს კალაძე.