27 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე - ისინი თიანეთში საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ

თავდასხმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურის შტაბიდან გასვლის შემდეგ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ინცინდეტის ადგილზე მივიდა თამაზ მეჭიაური - თიანეთი მერობის კანდიდატი მომხდარს დაშინების მცდელობას უკავშირებს.

მეჭიაურის თქმით, სწორედ მახარე სისაური იყო მისი წარმომადგენელი იმ სადავო უბანზე, სადაც ბიულეტენების ხელახალი გადათვლა მოხდა.

"არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ ეს სხვების დაშინების მიზნით იყოს, რადგან იქ სხვა მოწმეებიც უნდა მივიდნენ, თუ მარტო ამის ჩვენება საკმარისი არ იქნება, რომლებიც ადასტურებდნენ და მინდობილობებიც ქონდათ, ახსნა-განმარტებებიც ქონდათ უკვე დაწერილი," - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

ჟინვალის ტერიტორიაზე გვიან ღამით იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

დღის ამბები