19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
როგორ გადანაწილდება საკრებულოში თანამდებობები - კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის ახალ წევრებს ხვდება

დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ამ წუთებში საკრებულოს უმრავლესობის ახალ წევრებს ხვდება. თბილისის არჩეული მერი თანაგუნდელებთან სამომავლო გეგმებს განიხილავს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ადასტურებს, რომლის თქმით, ტყემალაძე ღირსეულია კანდიდატურაა.

რა პოზიციას დაიკავებს თავად გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც საარჩევნო სიის მე-10 ნომერია, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ის თანამდებობები, რომლებსაც დეპუტატები გადაინაწილებენ. კახა კალაძესთან, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე იქნება, თუმცა ის ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები