16 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მეუფე დიმიტრი მივიდა

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძესთან მოსანახულებლად, ე.წ. მატროსოვის ციხეში, მეუფე დიმიტრი მივიდა. 

მეუფეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

სავარაუდოდ საუბარი ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხება. მეუფე დიმიტრი რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. კონკრეტულად კი მეუფე დიმიტრი მიიჩნევდა, რომ ციანიდის შესყიდვის ნაწილში არსებული მტკიცებულებები პროკურატურას უნდა გაესაჯაროებინა

მეუფე დიმიტრის საპატიმროში შესვლას დეკანოზი დაკავების დღიდან ითხოვდა. დაკავებული მამა გიორგი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის ეპარქიაში მსახურობდა.

დღის ამბები