19 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
ისრაელში ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე ქნესეთის თავმჯდომარემ უმასპინძლა

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს ოფიციალურ ვახშამზე ქნესეთის თავმჯდომარემ უმასპინძლა. იული იოელ ედელშტეინის განცხადებით, მანამდე ქნესეთში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის კუთხით.

მისივე ინფორმაციით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ქნესეთის გენერალური დირექტორი, თანამშრომლებთან ერთად ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან მართავს.

იული იოელ ედელშტეინის გარდა, კობახიძე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტსაც.

დღის ამბები