19 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
წვევამდელის იარაღიდან შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ მეორე იმსხვერპლა

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასთან, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს, უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ წვევამდელს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ მეორე წვევამდელს მოხვდა. წინასწარი ცნობით, 19 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარს სავარაუდოდ, ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. 

ოკუპაციის ხაზთან არსებულ საგუშაგოზე ისინი უსაფრთხოებას იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წვევამდელი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, უკვე გამოკითხვაზე იმყოფება. 

 

 

 

დღის ამბები