17 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მარნეულში, ე.წ. ფარვანის დასახლების მიმართულებით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ბაქოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, 2014 წლიდან მკვლელობისთვის იძებნებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

დღის ამბები