22 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
გავიკეთე, რადგან მე ვარ კაპიტანი - გურამ კაშია სამკლაურის გამო ატეხილ აჟიოტაჟზე

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა,“ - ასე ხსნის საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს.

საზოგადოების ერთი ნაწილი LGBT თემის მხარდაჭერის გამო ვიცე-კაპიტნის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვს.

რუსთავი2-თან ინტერვიუში გურამ კაშია ვერ ხსნის, რატომ დაუპირისპირდა მას ხალხი საკუთარ სამშობლოში.

ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები არა ძალადობას კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.

საქართველოს ვიცე-კაპიტანი აცხადებს, რომ ის მუდამ გმობდა და სამომავლოდაც გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გურამ კაშიას მიმართ აგორებული კამპანიის შემდეგ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა. გურამ კაშიას ქმედებას მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც, სადაც განმარტეს, რომ კაშიას ქმედება ძალადობას გმობს და ამ პოზიციას ფედერაციაშიც იზიარებენ.

ყოფილი ფეხბურთელისთვის და თბილისის არჩეული მერისთვის გაუგებარია ე.წ. ქართული მარშის ლიდერთა მოთხოვნა გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ.

მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და კლუბები გურამ კაშიას მსგავსად ღიად უჭერენ მხარს LGBT ადამიანებს.

დღის ამბები