მთავრობის ახალი ინიციატივა, საპენსიო შენატანთან დაკავშირებით, უკვე გახდა ექსპერტების კრიტიკის საგანი.
ინიციატივის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებული ადამიანი ვალდებული იქნება, მთავრობის ეკონომიკური გუნდის რეფორმაში ჩაერთოს და საპენსიო ფონდში თანხა გადარიცხოს. ამისათვის კი ისინი ხელფასის 2 პროცენტს სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავენ. ეს ვალდებულება არ გააჩნია თვითდასაქმებულ პირს.
პენსიონერი დანაზოგს ყოველთვიურად 12 წლის განმავლობაში მიღებს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნიდან წავა ან მოისურვებს, მთლიან თანხას ერთჯერადად აიღებს. სიკვდილის შემთხვევაში კი ის ოჯახს დაუბრუნდება.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი იტყუება, როცა ახალ გადასახადს საპენსიო შენატანს უწოდებს. სპეციალისტები დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ თანხის გადასახადს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და რეფერენდუმის აუცილებლობაზე საუბრობენ.
დაგროვებითი პენსიის შესახებ ალტერნატიული პროექტი მზად აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანებას. პროექტის ავტორები ითხოვენ, რომ დაგროვილი თანხა სიკვდილიანობის შემთხვევაში არა გარდაცვლილის ოჯახს, არამედ სხვა პენსიონერებს გადაუნაწილდეს. შემცირდეს საპენსიო ასაკი იმ პირებისთვის, ვინც მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში არიან დასაქმებულები.
კრიტიკას არ იზიარებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში.
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.