28 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
პოპულარული ჩეჩენი მომღერლის გაუჩინარებას ახლობლები ლგბტ თემის წინააღმდეგ ჩეჩნეთში მიმდინარე რეპრესიებს უკავშირებენ

გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერლის ზელიმხან ბაკაევი ახლობლები ვარაუდობენ, რომ მისი დაკარგვა ჩეჩნეთში ლგბტ თემის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ ძალადობას უკავშირდება.

პოპულარული ჩეჩენი მომღერალი 8 აგვისტოს დაიკარგა და მის შესახებ ზუსტი ცნობები დღემდე არ გავრცელებულა. ბოლო დროს ის მოსკოვში ცხოვრობდა და ახლობლებმა იციან, რომ რამდენიმე დღით ის გროზნოში დის ქორწილზე დასასწრებად გაემგზავრა.

რუსი უფლებადამცველები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ის გროზნოს ცენტრში, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ოთხმა პირმა გაიტაცა.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ ზელიმი დაკავებიდან მალევე აწამეს და მოკლეს. ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ზელიმხან ბაკაევის  ჩეჩნეთში ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს ემსხვერპლა. ანონიმური წყაროზე დაყრდნობით გავლენიანი არაერთი გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს, სცემენ, ემუქრებიან და აშანტაჟებენ. 

დღის ამბები