23 დეკემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი - საკითხი სპეციალურ კონფერენციაზე განიხილება

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელსაც სპეციალისტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელები, პოლიტიკოსები და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

კანონპროექტის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს საკუთარი მოხმარებისთვის მხოლოდ ერთი დღისთვის სამყოფი დოზა ექნება, მას პატიმრობა აღარ უნდა დაემუქროს.

პაკეტის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, სიახლე მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის მიხედვით, რეპრესიული სისხლის სამართლებრივი მექანიზმები მკურნალობით, რეაბილიტაციით და პრევენციის მექანიზმების გაძლიერებით შეიცვლება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც კონფერენციას ესწრებიან, ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული. მათი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ფინანსები, რაც სპეციალური დაწესებულებების ასაშენებლად უნდა გამოიყენოს, სადაც ნარკოდამოკიდებულების ადმიანები მკურნალობას შეძლებენ.

„უკიდეგანო ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია,“- განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

დღის ამბები