16 ივნისი 2024,   05:17
ვრცლად
ბიუჯეტიდან დაფინანსების ახალი ფორმულირება - დაფინანსებას 4 პოლიტიკური სუბიექტი ვეღარ მიიღებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი პარტიების ნაწილმა დაკარგა. „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „მრეწველები“ და „ეროვნული ფორუმი“ ხელისუფლებისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

დღემდე მოქმედი წესით, პარტიები სახელმწიფოსგან ფულს იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუკი 3 პროცენტიან ბარიერს გადალახავდნენ. „მრეწველების“ ინიციატივით, მალე პარლამენტში პარტიათა დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტიდან ფულს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც პარლამენტში თუნდაც ერთი დეპუტატი და ფრაქცია ჰყვათ. ახალი მიდგომა „ოცნების“ ძველი პარტნიორებისთვისაც დისკრიმინაციული და უსამართლოა.

ბიუჯეტიდან დაფინანსების ახალი ფორმულით ყველაზე მეტად „კონსერვატორები“ და „მრეწველები“ ისარგებლებენ, რომელთაც ამ არჩევნებში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი დაკარგეს. მართალია, მათ პარტიებს პროპორციული წესით კენჭი არ უყრიათ და შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმებიც არ მიუღიათ, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის ყოლა „კონსერვატორებს“ და „მრეწველებს“ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, დაფინანსების პრობლემას მოუხსნის.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის ეს ინიციატივა პოლიტიკური კორუფციაა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ „ოცნების“ პარტნიორებზე მორგებულ პარტიათა დაფინანსების ახალ წესს, მხარს არ დაუჭერს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში სულ 20 კვალიფიციური სუბიექტი არსებობდა. 4 მათგანი ამ სტატუსს კარგავს, თუმცა, 21 ოქტომბრის კენჭისყრის შემდეგ, კვალიფიციური სუბიექტები გახდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი „ეროვნული დემოკრატები" და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ასევე, ბლოკის წევრი ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის."

 

დღის ამბები