22 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"32 საათიანი კოშმარი აეროპორტში" - ინდოელი ტურისტები ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებენ

ინდოელ ტურისტებს, რომლებიც საქართველოს დასათვალიერებლად და დასასვენებლად ჩამოდიან, ქვეყანაში არ უშვებენ.

საბაჟო გამშვები პუნქტიდან უკან გაბრუნებულ ინდოეთის მოქალაქეებს, საქართველოს ვიზასთან და თანხასთან ერთად, ძვირადღირებულ სასტუმროებში ნომრები აქვთ დაჯავშნილი და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ნაყიდი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ეს მოქალაქეები ქვეყანაშ შემოსვლას ლეგალურად და მოწესრიგებული საბუთებით ცდილობენ, მათ ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე ქვეყანაში არ უშვებენ და საზღვარზე რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ უკან აბრუნებენ.

მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომლებსაც აქ განათლების მიღება უკვე დაწყებული აქვთ და სწავლის ფულიც გადახდილი.

არის აბსურდული შემთხვევებიც, როდესაც ქმარს უშვებენ, ცოლს კი არა; მშობელს უშვებენ და შვილს არა.

ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ამ ადამიანების განცხადებით, ქართველი მესაზღვრეები როგორც რასისტები, ისე იქცევიან და ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ამცირებენ, უხეშად და არაადამიანურად ეპყრობიან.

ამის შესახებ სტატიები საერთაშორისო პრესაში ქვეყნდება სათაურებით: „32-საათიანი კოშმარი საქართველოს აეროპორტში, "საზარელი მოგზაურობა." 

დღის ამბები