23 ნოემბერი 2017,   20:41
ვრცლად
ცრუ განგაში თბილისის აეროპორტში - ორივე ტერმინალმა მუშაობა განაახლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა განახლდა. განგაში და ევაკუაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 საათისთვის გამოცხადდა. უცნობმა პირმა ტელეფონით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს შეატყობინა, რომ შენობაში ბომბი დატოვა. 

საპატრულო პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ეს ცრუ განგაში იყო. სპეციალურად აღჭურვილი გამნაღმველები, კინოლოგების გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად აეროპორტში, თითქმის, ერთი საათი მუშაობდნენ. არცერთ შენობაში საეჭვო ნივთი არ აღმოჩნდა.

112-ში შესული ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში ორივე ტერმინალი მგზავრებისგან დაიცალა. ტერიტორია აეროპორტის თანამშრომლებმაც დატოვეს. თანამშრომლების თქმით, მიზეზის ახსნის გარეშე მოსთხოვეს ტერიტორიის დაცლა. 

მგზავრების თქმით, ორივე ტერმინალი დაკეტილი იყო და, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გამგზავრება შეჩერებული იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები