16 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვანია - უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსზე ისაუბრა. ბრიფინგზე მოქმედმა ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია კანდიდატი კვალიფიციური იყოს. უჩა ნანუაშვილის აზრით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში საზოგადოების პოზიცია გათვალისწინებული უნდა იყოს.

„მე ვისურვებდი, რომ ამ პოზიციაზე წარდგენილი იყოს კანდიდატი, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. არის პრინციპული, დამოუკიდებელი, მაღალი მორალური ღირებულების მქონე, პროფესიონალი. ვფიქრობ, რომ საქართველოში შესაძლებელია ასეთი ადამიანის მოძებნა. საზოგადოების მონაწილეობა ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესებიც გაითვალისწინოს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები