ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი 18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა. მისი ვიზიტი დევიდ ლინჩის ფონდის საქმიანობასა და მისივე სახელობის ინსტიტუტის შექმნას უკავშირდება.
4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. გაიმართება ფილმის ჩვენება და საჯარო ლექცია, რომელსაც დეივიდ ლინჩი წარუძღვება.