18 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ძალადობა და სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან - 18 წლის ახალგაზრდა ნასვამ პოლიციელებს ადანაშაულებს

18 წლის ახალგაზრდას რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. რომა ღონღაძე „ინფორუსთავთან“ საუბრისას ამტკიცებს, რომ 11 ნოემბერს სადარბაზოსთან ცემის შემდეგ მთვრალი სამართალდამაცველები მის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც გაიქცა.

ღონღაძის თქმით, გაქცევის შემდეგ პოლიციელებმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. 9 მაისის ქუჩაზე ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღის მასრებიც იპოვეს.

”კურიერის” ინფორმაციით, პროკურატურამ ადგილობრივების მიერ ნაპოვნი ტყვიის მასრები მხოლოდ რამდენიმე საათის წინ ამოიღო. დღესვე, იმყოფებოდა დაკითხვაზე რომა ღონღაძე. მისი მეგობრების თქმით, ერთ-ერთ მაღაზიასთან იდგნენ, როდესაც ნასვამი პოლიციელები მიუახლოვდნენ და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება.

მეგობრების განმარტებით, პოლიციელების გაღიზიანება ტერიტორიის დატოვების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს მოჰყვა.

კანონმდებლობის მიხედვით, სამართალდამცველს სროლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩაიდინა თუ არა რომა ღონღაძემ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინიტროში ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ გენერალურ ინსპექციას ღონღაძემ ინფორმაცია იმავე დღეს შეატყობინა. თუმცა, უწყებამ რეაგირება მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო, რომ ახალგაზრდასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ახლა კი, საქმეს რუსთავის პროკურატურა იძიებს. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს კი, „კურიერის“ ინფორმაციით, უფლებამოსილება ამ დრომდე არ შეჩერებიათ.

დღის ამბები