19 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
სოფელ სვირში მიწაში ჩამარხულ რუსთაველის ბიუსტს ეძებენ

სოფელ სვირში მიწაში ჩამარხულ რუსთაველის ბიუსტს ეძებენ. სამტრედიის რაიონში 10 წლის წინ 3 მეტრი მიწის სიღრმეში შოთა რუსთაველის ბიუსტი დამარხეს. ბოლო 3 წელია, რუსთაველის დამარხული ძეგლის დაბრუნებას სოფელი სამართლებრივი გზებითა და აქციებით ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ძეგლი ვერ იპოვეს.

სვირში მცხოვრები სპარტაკ კაპანაძე ორჯერ დააკავეს და გაასამართლეს იმისთვის, რომ სკოლის ეზოს თხრიდა და რუსთაველის ბიუსტს ეძებდა.

ადგილობრივების თქმით, 2007 წელს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო და გაირკვა, რომ რუსთაველის ძეგლი სამუშაოებს ხელს უშლიდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოების დასრულებამდე ძეგლის აღებისა და მისი სკოლის ეზოში ჩამარხვის გადაწყვტილება მიღო.

სკოლის ადმინისტრაციამ ადგილობრივების არაერთი თხოვნის მიუხედავად, დამარხული ბიუსტი არ მოძებნა. 

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თორნიკე კახნიაშვილის, ინფორმაციით კი, ბიუსტი სკოლის ეზოში აღარ არის, თუმცა როდის ან სად გაქრა მიწის სიღრმეში დამარხული რუსთაველის ძეგლი, არ იცის.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ადგილობრივები დამარხული ბიუსტის მიწიდან ამოღების უფლების მოსაპოვებლად ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

 

 

დღის ამბები