27 დეკემბერი 2024,   00:04
ვრცლად
ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი თბილისში შეხვედრებს მართავს

თბილისში იმყოფება ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი. ამ წუთებში ცნობილი რეჟისორი პარლამენტში შეხევდრას მართავს.

მას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კულტურისა და განათლების მინისტრები ესწრებიან. შეხევდრაზე იმყოფებიან დევიდ ლინჩის ფონდის დელეგაციის წევრებიც.

საუბრის მთავარი თემა სწორედ საქართველოსა და ლინჩის ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობაა.

განიხილება დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში, ასევე ლინჩის ვიზიტის დროს იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია. საუბარია ფართომასშტაბიან სოციალურ პროექტზე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებზე.

იგეგმება ფართო აუდიტორიასთან შეხვედრები. გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.

დღის ამბები