პირველი ოფიციალური შეხვედრა თბილისში მყოფ დევიდ ლინჩთან - პარლამენტში ცნობილ ამერიკელ რეჟისორთან გამართულ აუდიენციას კულტურისა და განათლების მინისტრები, ასევე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ლინჩის ფონდის წევრებიც, რომლებიც თბილისში რეჟისორთან ერთად ჩამოვიდნენ.
საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ლინჩის ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობა იყო, განიხილეს საქართველოში დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნის შესაძლებლობა, ასევე ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.