26 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა საქართველოს მოქალაქეებს შორის საფრანგეთში - მოკლულია 30 წლის კობა პაპაშვილი

მსხვერპლით დასრულდა საქართველოს მოქალაქეებს შორის გარჩევა საფრანგეთში - მოკლულია 30 წლის კობა პაპაშვილი. ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ქალაქ ბულონ სულ მერში პორტის ტერიტორიაზე ქუჩაში იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალადამცავები მივიდნენ.

დაკავებულია 55 წლის ასევე ქართველი, მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

პაპაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მკვიდრია. თანასოფლელების ინფორმაციით, ის საფრანგეთში მამასთან ერთად მძღოლად მუშაობდა. მისი გადმოსვენების პროცედურაში უკვე ჩართულია საგარეო საქმეა სამინისტრო. 

დღის ამბები