სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია. რამდენიმე ათეულმა ჯავშანტრანსპორტმა დატოვა სპეცოპერაციის ადგილი.
ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ სამართალდამცავები, ადგილზე აღარ იმყოფებიან სპეცრაზმელები.
დაჭრილებსა და გარდაცვლილების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა დაუზუსტებელი მონაცემებით მოხდა შეიარაღებული ჯგუფის ერთი წევრის ლიკვიდაცია.
სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი მიმდინარეობდა. რა შედეგით დასრულდა ის ჯერ უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ავტომანქანები შევიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები.