26 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
„საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“-გიორგი გახარია

შინაგანს საქმეთა მინისტრი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი გახარიას განცხადებით არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.

„რაც შეეხება გამოძიებას, ყველას კარგად გვესმის, რომ  დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიმსჯელოთ  ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია კონკრეტულ მსჯელობაზე, ალბათ ჯობია რომ თავი შევიკავოთ. არის ვერსიები და ინტერპრეტაციები. იმისთვის რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად უნდა დაველოდოთ  გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას. იყო  ნათქვამი და ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, ყველას კარგად გვესმის რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით სპეცოპერაცია დაიწყო იმიტომ, რომ სამართალდამცავებს დაჯგუფების წევრებმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. 

დღის ამბები