17 დეკემბერი 2017,   04:28
ვრცლად
უმრავლესობის გადაწყვეტილებით სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია დასახელდა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია დასახელდა. ლომჯარია რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ლაშა თორდიას მოადგილე იყო.  

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები სამი საათის განმავლობაშისულ 7 კანდიდატურაზე მსჯელობდნენ.

„საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იქნება დასახელებული ქალბატონი ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ესეც იყო მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კონსულტაციების. ასევე, გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ქალბატონ ნინო ლომჯარიაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე შევა, მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ბოლოს კი ლომჯარიას კანდიდატურას კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე.

უმრავლესობამ 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს სახალხო დამცველი. 

დღის ამბები