17 დეკემბერი 2017,   04:30
ვრცლად
ბათუმში სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. 10-მდე კი დაშავებულია. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები.

სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები