27 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს - გიორგი გახარია

შიანაგან საქმეთა მინისტრმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა დეტალი დგინდება. მისივე განმარტებით, პირველადი მდგომარეობით, შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს.

"ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მდგომარეობით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა ეს დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად გექნებათ ყველა შეკითხვაზე პასუხი," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  უწყების ხელმძღვანელთან თბილისის მერი და საპატრულო პოლიციის უფროსი იმყოფებოდნენ. 

დღესვე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან კავშირი არ აქვს.

მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დროდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საახალწლო პერიოდში თბილისში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. 

დღის ამბები