17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება უწყებაში 14:00 საათზე გაკეთდება. 

უწყება თემას არ აკონკრეტებს, თუმცა სავარაუდოდ, სუს-ში 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება. 

აღნიშნულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა. იან კელიმ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით დეტალებს გაავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში FBI-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ სამართალდამცველებს გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მიქმედებების ჩატარებაში დაეხმარებიან.

დღის ამბები