19 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
ვახტანგ გომელაური დეპუტატების ყველა კითხვას უპასუხებს

დეპუტატების ყველა კითხვას ვახტანგ გომელაური უპასუხებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მზად არის პარლამენტში გამოცხადდეს. განცხადება ირაკლი სესიაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან განმარტებები და პასუხი ყველა კითხვაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.  

“გამოძიების პროცესში ყველაფერზე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ვერ ისაუბრებს ამიტომ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში  ბატონი გომელაური ნდობის ჯგუფში მოვა და მოგვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე დაზუსტებულია და რა თქმა უნდა გვექნება საშუალება კითხვა პასუხის რეჟიმში კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე და მეორეს მხრივ უკვე როცა გამოძიება მივა დასკვნით ეტაპამდე რა თქმა უნდა ჩვენ ინტერესში შედის და საზოგადოებაც გაიგებ რასთან გვქონდა საქმე,“ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხში ყველა ერთიანი უნდა იყოს, ოპოზიცია მაინც ცდილობს აღნიშნული საკითხით ააგონ თავიანთი პოლიტიკური კარიერა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე კი სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა ეს არის, სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც უნდა ჩაწვდეს იმ ფაქტებს თუ რა მოხდა ახმედ ჩატაევთან მიმართებაში. როგორ გადმოკვეთეს საერთაშორისო ტერორისტებმა საქართველოს საზღვარი. რატომ არის საქართველოს საზღვარი უკონტროლო და უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ახმედ ჩატაევის და საერთაშირისო ტერორისტების შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დღის ამბები